воскресенье, 23 февраля 2014 г.

მალე პროექტს დავამთავრებ. დღეს უკვე დიფერენცირებაზე ვილაპარაკეთ და შევარჩიე  აქტივობა ნიჭიერისთვის და არაქართულენოვანისთვის. გავარჩიეთ ფასილიტაციის საკითხი.

суббота, 22 февраля 2014 г.

რთული დღე იყო , ამდენი  შეფასებები, (წნევამ ამიწია) რამდენი რამის გათვალისწინებაა საჭირო. პროექტი მართლაც სრულფასოვნად უნდა გაკეთდეს ხოლმე. შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესის სწორედ განსახორციელებლად და ეს დღე შეფასებებს შევწირეთ.

суббота, 15 февраля 2014 г.

დავიწყე პროექტის მიმდევრობის გაწერა სლაიდებზე. გავაკეთეთ უკუკავშირი, რომელიც ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანია, გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას, ვისწავლე ინტერნეტიდან ვიდეოს ლინკის გადმოწერა, ვხედავ რომ ინფორმაციის მოპოვება პროექტისთვის უნდა მოხდეს გააზრებულად და თემის ადექვატურად.

суббота, 8 февраля 2014 г.

დღეს ნაყოფიერი დღე გვქონდა. პედაგოგებმა იმის შემდეგ რაც მიზნების რუბრიკა და ბლუმის ტაქსონომია განვიხილეთ, ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და ერთმანეთს მივეცით რჩევები, გავწერე ჩემი პროექტის მიზნები, დავწერე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებიც.

понедельник, 3 февраля 2014 г.

ჩემი ასაკის მიუხედავად ვცდილობ გავიზიარო ყველა სიახლე და შევუქმნათ ჩვენს მოსწავლეებს განწყობა, დავაინტერესოთ,  პროექტებით სწავლება  ნამდვილად ხელს უწყობს მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას,  რადგან ზოგადად მათი სასწავლო პროცესში ჩართულობა იზრდება, ბავშვების მოტივაცია, ინტერესი, თანამშრომლობა, კვლევის უნარი უმუშავდებათ. ეს გზამკვლევი ერთი შეხედვით რთულია,  ვცდილობა გავიგო, თანმიმდევრობის პრინციპში გავერკვიე, პორტფოლიო შევქმენი, გეგმის შაბლონიც გავარჩიეთ და მისი რუბრიკაც. თემაც მოვიფიქრე, 21-ე საუკუნის რა უნარებზე გადის ჩემი პროექტი . მე მგონი საქმეს შევუდექი, პუბლიკაცია ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო, შევუდექი მუშაობას.